ამშრევებელი შრატი მწვანე ჩაის ექსტრატითა და 2% - იანი სალიცილის მჟავათი!

60,00
GEL
70,00
GEL
მორიგი გამორჩეული ფორმულით შექმნილი პროდუქტი ჩვენი პარტნიორი ბრიტანული ბრენდისგან!

ამშრევებელი შრატი მწვანე ჩაის ექსტრატითა და 2% - იანი სალიცილის მჟავათი!


წყლის ბაზაზე დამზადებული BHA (ბეტა ჰიდრომჟავები) შრატი, გამდიდრებული კარნიტინითა და გლიცერინით - აკნეს, მკვდარი
უჯრედების, ნაოჭებისა და წვრილი ხაზების მუდმივ პრობლემასთან საბრძოლველად იდეალური ბაზაა.

ბოლო წლების მანძილზე, კანის მოვლის საშუალებების ინდუსტრიაში სალიცილის მჟავა განსაკუთრებით ხშირად გამოყენებადი ინგრედიენტი გახდა, მიზეზი კი, მის ეფექტურობასთან ერთად, შეგვიძლია ვეძიოთ მეცნიერების მიერ გვიან აღმოჩენილ ეფექტში, რომელიცაა კანის უჯრედების სწრაფად განახლების უნარი; ერთი შეხედვით ძნელად წარმოსადგენია ასეთი "მკვლელი" ინგრედიენტისგან მსგავსი მკვებავი ეფექტი, თუმცა დერმატოლოგიასა და სამედიცინო ესთეტიკაში უკვე დადასტურებულია, რომ სალიცილის მჟავას გამოყენების შემდეგ კანის ფერი უფრო ნათელი ხდება და მისი ზედაპირიც მეტად რბილდება.

მეორე აქტიური ინგრედიენტი - პოლიფენოლებით მდიდარი მწვანე ჩაის ექსტრაქტი, ორმაგი მოქმედებით გამოირჩევა: იცავს კანის ბარიერს და აუმჯობესებს მის სტრუქტურას

ამ ყველაფერთან ერთად, ფორმულაში შედის როგორც E ვიტამინი, აგრეთვე ალოე ვერასა და გვირილის ექსტრაქტები


~ სილიკონების, პარაბენების, ფტალატებისა და სხვა დამაზიანებელი ნივთიერებების გარეშე!

გამოყენებამდე გთხოვთ დაიცვათ შემდეგი წესები:

~ შრატი აქტიურ ინგრედიენტებს საკმაოდ მაღალი კონცენტრაციით შეიცავს, თავდაპირველად სითხე მცირე რაოდენობით დაიტანეთ პრობლემურ ზონებზე, რათა თავიდან აირიდოთ კანის შესაძლო გაღიზიანება

~ შრატის დატანიდან 1 წუთის განმავლობაში აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი

~~~~~~~~~~~~~~~~~~

~ პროდუქტი არ არის განკუთვნილი ფეხმძიმეებისთვისა და არასრულწლოვნებისთვის!

~~~~~~~~~~~~~~~~~~
მიტანის სერვისი

მიტანის სერვისი

ქალაქ ბათუმში, ნებისმიერი შეკვეთა, რომელიც დაფიქსირდება 20:00-მდე - მოგეწოდებათ იმავე დღეს - უფასოდ!
თბილისსა და რეგიონებში, მიტანის სერვისის ღირებულება შეადგენს 5 ლარს (150+ ლარის შენაძენზე საკურიერო მომსახურება უფასოა!)
მთელი საქართველოს მასშტაბით, ამანათი ჩაგბარდებათ შეძენიდან 1 სამუშაო დღის ვადაში

შეიძლება მოგეწონოს
Made on
Tilda