Bubble - C ვიტამინის სერუმი

57,00
GEL
64,00
GEL

C ვიტამინს + ნიაციამიდი + მცენარეული ცერამიდები - ანტიოქსიდანტების მთელი ეს წყება უნიკალური კომბინაციაა, რომელიც სხვა აქტიურ ინგრედიენტებთან ერთად, მკვებავი და მატონიზებელი ფუნქციით გამოირჩევა, ამავდროულად კი, პიგმენტური ლაქების საპრევენციო მოქმედებასაც გვთავაზობს


გარდა იმისა, რომ კოსმეტიკური ბრენდების "ინფლუენსერები" თუ მათი დისტრიბუტორები ხშირად სცოდავენ "ანტი-ასაკობრივი" საშუალებების პროპაგანდირებისას: ადამიანებს უქმნიან გადაჭარბებულ მოლოდინებს, უბიძგებენ მავნე "კონსუმერიზმისკენ", აჯერებენ, თითქოს 8 ეტაპიანი კანის მოვლის რუტინა ბევრად გვიან დააბერებთ და ა.შ - ცალკეული ინდივიდების იმედგაცრუებასთან ერთად, სხვა საშუალებებსა თუ ინგრედიენტებსაც აყენებენ ჩრდილს, რომლებიც ამ მხრივ უფრო მეტადაც სარგებლიანები შეიძლება იყვნენ.

მათ შორის, ერთ-ერთია C ვიტამინი, რომელიც ხელს უშლის კანიდან კოლაგენის გამოდევნას, ამცირებს პიგმენტაციას, ეწინააღმდეგება (თუმცა უკვე გაჩენილს არ აქრობს

) ზედაპირულ ნაოჭებს და კანის სტრუქტურას ერთგვაროვნებას ანიჭებს.

მის მთავარ ფუნქციად არ განიხილება, თუმცა ანტიბაქტერიული მოქმედების გამო, C ვიტამინს ხშირად იშველიებენ აკნეს სამკურნალოდ.. კარგად გაწმენდილ სახეზე C ვიტამინის საშუალებების დატანა აკნესგან დარჩენილი ნაწიბურების გასაქრობადაც გამოიყენება.

გაფრთხილება: C ვიტამინი აძლიერებს მგრძნობელობას მზის ულტრაიისფერი სხივების მიმართ, დღის რუტინაში, მასთან ერთად, აუცილებლად გამოიყნეთ მზისგან დამცავი (მინიმუმ SPF 30), წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ინგრედიენტი მალევე დაკარგავს ეფექტურობას და დამწვრობის ალბათობასაც ერთიორად გაიზრდება (რის შემდეგაც ყველაფერს შრატს ან პროდუქტის იმპორტიორს დააბრალებთ! - ეს ხუმრობით!

)

მეორე მთავარი ინგრედიენტი, ვიტამინ B3 - ის აქტიური ფორმა - ნიაციამიდი, დერმატოლოგ მუნეებ შას აზრით, C ვიტამინთან იდეალურ რეაქციაში შედის, რა დროსაც, ერთმანეთის დადებით თვისებებს წინა პლანზე სწევენ.

ბოლო აქტიური ინგრედიენტი, რომელიც შრატის შემადგენლობაში გვხვდება, გახლავთ - ალფა არბუტინი! ბაზარზე არსებულ პროდუქტებში ხშირად ვხვდებით არბუტინსა და ბეტა არბუტინს, თუმცა ძალიან იშვიათად ხსენებულ ორზე გაცილებით ძლიერმოქმედ ალფა არბუტინს. ეს ინგრედიენტი ბევრად უფრო ეფექტურად ებრძვის კანის არაერთგვაროვნების გამომწვევ ნიშნებს!


წარმოებულია ა.შ.შ - ში


რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის!



მიტანის სერვისი

მიტანის სერვისი

ქალაქ ბათუმში, ნებისმიერი შეკვეთა, რომელიც დაფიქსირდება 20:00-მდე - მოგეწოდებათ იმავე დღეს - უფასოდ!
თბილისსა და რეგიონებში, მიტანის სერვისის ღირებულება შეადგენს 5 ლარს (150+ ლარის შენაძენზე საკურიერო მომსახურება უფასოა!)
მთელი საქართველოს მასშტაბით, ამანათი ჩაგბარდებათ შეძენიდან 1 სამუშაო დღის ვადაში

შეიძლება მოგეწონოს
Made on
Tilda