ფსილიუმი (მრავალძარღვას თესლის გარსის უჯრედისი)

55,00
GEL
70,00
GEL

ფსილიუმი, იგივე მრავალძარღვას თესლის გარსის უჯრედისი, დღესდღეობით პოპულარულია როგორც დიეტური ბოჭკო, რომელიც გამორჩეულად ეფექტურია საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.

ფსილიუმს მწყობრში მოჰყავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, ხელსაყრელ პირობებს ქმნის მიკროფლორისთვის, ეხმარება ნაწლავებიდან ნარჩენების სწრაფ და ეფექტიან განდევნას, გვერდითი ეფექტების (სპაზმი, ტკივილი) გარეშე უზრუნველყოფს ნაწლავების რეგულარულ მოქმედებას, სისხლში დაბალ ნიშნულზე სწევს გლუკოზის დონეს და ხშირ შემთხვევაში, წონის კორექციაშიც შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი.

მრავალძარღვას თესლის უჯრედისი მდიდარია K ვიტამინით, ფლავონოიდებითა და ამინომჟავებით, რაც შესამჩნევად აისახება ნაწლავებში წყლის უკეთ შეწოვაში.

აგრეთვე, ბოლოდროინდელი პრაქტიკის მიხედვით, ფსილიუმის დანამატები დამხმარე თერაპიად იქცა მაღალი ქოლესტერინის მქონე პაციენტებისთვის


ფსილიუმი ააქტიურებს ნაწლავის ლორწოვან გარსზე არსებულ მრავალი სახის ენდოკრინულ უჯრედებს, რისი წყალობითაც უმჯობესდება საჭმლის მონელების მოტორიკა, ნაწლავის დამცავი და შემწოვი ფუნქცია, ლორწოსა და საჭმლის მონელების ფერმენტების გამოყოფა და ა.შ


-პროდუქტი მიღებულია 100%-ით ორგანული წყაროებიდან


-180 კაფსული - სამთვიანი გამოყენებისთვის


ფასი - 55 ლარი

შეიძლება მოგეწონოს
Made on
Tilda