მაშ ასე, ღამის მკვებავი კრემი უნიკალური კომბინაციით - C ვიტამინი, ჰიალურონის მჟავა და E ვიტამინი! - უკვე გაყიდვაშია!
ჩვენი კანის მოვლის რუტინაში, გარდა იმ სამი აუცილებელი პროდუქტისა, რომლებიც გახლავთ: სახის დასაბანი გელი (იგივე „ქლინზერი“), დამატენიანებელი კრემი და მზისგან დამცავი (კრემი, ლოსიონი), - ხშირად, დამატებითი საშუალებებით თავის განებივრებაც სასურველ შედეგთან უფრო გვაახლოებს. ასეთ პროდუქტად შეიძლება ჩაითვალოს კანის დამარბილებელი, თანაბარი ტონის შემნარჩუნებელი, მაჰიდრირებელი და უჯრედების აღმდგენი ღამის ნიღაბი.
დღის და ღამის განმავლობაში კანი (სხეულის ყველაზე დიდი ორგანო!) სხვადასხვა პროცესებს გადის, ამის დასტურია ისიც, რომ ღამით კანი 90% - ით მეტ ტენიანობას კარგავს!
ეს დისბალანსებია მიზეზი სიმშრალისა და მომეტებული მგრძნობელობისა (ალბათ გსმენიათ, როცა ადამიანს კანის ტიპს ეკითხებიან, ის პასუხობს: მგრძნობიარე! - სინამდვილეში, მომეტებული მგრძნობელობა მხოლოდ და მხოლოდ ჩივილია და კანის ტიპთან საერთო არაფერი აქვს)
კრემში შემავალი სხვა აქტიური ინგრედიენტებიც დიდ ყურადღებას იმსახურებს, ესენი გახლავთ:
შიის კარაქი - აქვს დამარბილებელი ეფექტი, აგრეთვე კვერცეტინის გააქტიურებას უწყობს ხელს.
გლიცერინი - ღრმად ატენიანებს კანს. მოქმედების სიმძლავრით ძალიან წააგავს ჰიალურონის მჟავას
არგანის ზეთი - მდიდარია პოლიუჯერი ცხიმებით, ამშვიდებს და კვებავს კანს
~რეკომენდებულია მშრალი და კომბინირებული ტიპის კანისთვის
~წარმოებულია დიდ ბრიტანეთში