BUBBLE - ღამის ნიღაბი

60,00
GEL

ჩვენი კანის მოვლის რუტინაში, გარდა იმ სამი აუცილებელი პროდუქტისა, რომლებიც გახლავთ: სახის დასაბანი გელი (იგივე „ქლინზერი“), დამატენიანებელი კრემი და მზისგან დამცავი (კრემი, ლოსიონი), - ხშირად, დამატებითი საშუალებებით თავის განებივრებაც სასურველ შედეგთან უფრო გვაახლოებს. ასეთ პროდუქტად შეიძლება ჩაითვალოს კანის დამარბილებელი, თანაბარი ტონის შემნარჩუნებელი, მაჰიდრირებელი და უჯრედების აღმდგენი ღამის ნიღაბი.

დღის და ღამის განმავლობაში კანი (სხეულის ყველაზე დიდი ორგანო!) სხვადასხვა პროცესებს გადის, ამის დასტურია ისიც, რომ ღამით კანი 90% - ით მეტ ტენიანობას კარგავს! ეს დისბალანსებია მიზეზი სიმშრალისა და მომეტებული მგრძნობელობისა (ალბათ გსმენიათ, როცა ადამიანს კანის ტიპის შესახებ ეკითხებიან, ის პასუხობს: მგრძნობიარე კანი მაქვს! - სინამდვილეში, მომეტებული მგრძნობელობა მხოლოდ და მხოლოდ ჩივილია და კანის ტიპთან საერთო არაფერი აქვს)

მოცემულ პროდუქტში, კანის ბარიერის დაცვას, აქტიური ინგრედიენტი - ნეკერჩხლის ფლუიდები უზრუნველყოფენ, ხოლო მანდელიუმისა და კოჯის მჟავები, ფორების დახურვის ან დავიწროების გარეშე წარმოქმნიან ახალ შრეს, რომელიც კანს ბზინვარებას სძენს.


მოცულობა - 50 მილიგრამი


~ რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის!

~ სასურველია გამოიყენოთ კვირაში ორჯერ; კანის მოვლის რუტინის ძირითადი საფეხურების (წმენდა, თერაპია, დატენიანება) შემდეგ!

~ გამოყენების წესი: დაიტანეთ თხელი ფენა და ნაზად დაიმასაჟეთ

მიტანის სერვისი

მიტანის სერვისი

ქალაქ ბათუმში, ნებისმიერი შეკვეთა, რომელიც დაფიქსირდება 20:00-მდე - მოგეწოდებათ იმავე დღეს - უფასოდ!
თბილისსა და რეგიონებში, მიტანის სერვისის ღირებულება შეადგენს 5 ლარს (150+ ლარის შენაძენზე საკურიერო მომსახურება უფასოა!)
მთელი საქართველოს მასშტაბით, ამანათი ჩაგბარდებათ შეძენიდან 1 სამუშაო დღის ვადაში

შეიძლება მოგეწონოს
Made on
Tilda