Bubble - დამატენიანებელი კრემი სპეციალურად კომბინირებული კანისთვის! (Cloud Surf)

52,00
GEL
65,00
GEL
სიახლე!

დამატენიანებელი კრემი სპეციალურად კომბინირებული კანისთვის! (Cloud Surf)

ერთ-ერთ მიმოხილვაში, ცნობილი იუტუბერი, SKINფლუენსერი და კანის მოვლის რუტინის ექსპერტი HYRAM ამბობს:

,,თუ ცხიმიანი კანი გაქვს - გარკვეული თავსატეხები გელის, თუ ნორმალური კანი გაქვს - იღბლიანი ძუკ*ა ხარ, ხოლო კომბინირებული ტიპის შემთხვევაში - თანაგიგრძნობ ":D

ხშირად გვესმის ჩივილები, რომ კომბინირებული კანი განსაკუთრებით რთული მოსავლელია. მოგეხსენებათ, ეს ტიპი შეიძლება წარმოადგენდეს როგორც ნორმალური და ცხიმიანი, ისე მშრალი და ცხიმიანი კანის კომბინაციას. შუბლზე, ცხვირსა და ნიკაპის ზონაზე დიდი რაოდენობითაა თავმოყრილი ცხიმოვანი ჯირკვლები (ე.წ "T" - ზონა), აგრეთვე – მკერდი, მხრები და ზურგი ცხიმიანია, ხოლო ლოყები და საფეთქლები, სადაც ცხიმოვანი ჯირკვალი ცოტაა – ნორმალურად დატენიანებული ან მშრალი.

როგორ უნდა ამოიცნოთ კომბინირებული კანი:

* T ზონა პრიალებს, ფორები ფართოა, შეინიშნება ფერიმჭამელები და კანი მიდრეკილია აკნესკენ;
* ლოყები დაჭიმულია, ფორები – ვიწრო, საფეთქლები – მშრალი. შესაძლოა, წვრილი ნაოჭებიც შეამჩნიოთ.

ვინაიდან შერეული კანი სხვადასხვა ტიპის კანის კომბინაციაა, გვმართებს განსაკუთრებით ფრთხილად შევარჩიოთ პროდუქტები, რადგანაც არასწორმა მოვლამ შესაძლოა მთელი რიგი პრობლემები გამოიწვიოს. მაგალითად, თუ ლოყები და საფეთქლები ნორმალურად იყო დატენიანებული – გამოშრეს, ხოლო თუ ისედაც მშრალი იყო – გაუხეშდეს, "პილინგის" სტადიაში გადავიდეს და გაღიზიანდეს.

T ზონის არასწორი მოვლის შედეგია დახშული ფორები, ფერიმჭამელები, ჩირქოვანი ელემენტები, რომლებიც გართულების შემთხვევაში შესაძლოა აკნეში გადაიზარდოს.

კრემი დამზადებულია წყლის ბაზაზე. სატარებლად არის დაუჯერებლად მსუბუქი და კომფორტული (სახელით თუ ვიმსჯელებთ, მართლაც ღრუბლებზე სერფინგის ასოციაციას გვიტოვებს :D )
დამატებით, მასში გვხვდება აქტიური ინგრედიენტები:

~ მცენარე ჰიბიკუსის (Hibiscus rosa-sinensis) ექსტრაქტი, რომელიც ცხიმოვან ჯირკვლებს არეგულირებს

~ იასამნის ერთ-ერთი სახეობის (Syringa Vulgaris) ექსტრაქტი კანს მომხიბვლელ ტონს აძლევს

აგრეთვე სამყურასა და ნიახურის თესლის ანტიოქსიდანტებით სავსე ფლუიდები
<3

~ პარაბენების, სულფატების, ფტალატებისა და სხვა დამაზიანებელი ნივთიერებების გარეშე!

~ რეკომენდებულია პრობლემური და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის

~ წარმოებულია ა.შ.შ - ში

მიტანის სერვისი

მიტანის სერვისი

ქალაქ ბათუმში, ნებისმიერი შეკვეთა, რომელიც დაფიქსირდება 20:00-მდე - მოგეწოდებათ იმავე დღეს - უფასოდ!
თბილისსა და რეგიონებში, მიტანის სერვისის ღირებულება შეადგენს 5 ლარს (150+ ლარის შენაძენზე საკურიერო მომსახურება უფასოა!)
მთელი საქართველოს მასშტაბით, ამანათი ჩაგბარდებათ შეძენიდან 1 სამუშაო დღის ვადაში

შეიძლება მოგეწონოს
Made on
Tilda