შეუცვლელ ამინომჟავათაგან ერთ-ერთი - ტრიპტოფანი, საკმაოდ მრავალმხრივი ფუნქციით გამოირჩევა. ვინც ჯერ კიდევ არ იცით, მოგახსენებთ, რომ არსებობს 9 შეუცვლელი ამინომჟავა, რომლის გამომუშავებაც ორგანიზმს არ შეუძლია, ისინი მხოლოდ საკვებიდან ან საკვები დანამატიდან თუ უნდა მივიღოთ.
L-ტრიპტოფანი მნიშვნელოვანია სეროტონინის სინთეზისთვის - ეს გახლავთ ნეიროტრანსმირტერი, რომელიც არეგულირებს განწყობას, მადას და ძილს.
ორგანიზმში მოხვედრისას, ტრიპტოფანი გადამუშავდება 5-ჰიდროქსიტროფანად, რის შემდეგაც სეროტონინის მეშვეობით ნაწილდება ნერვულ ქსოვილში.
ტრიპტოფანის დეფიციტი ხშირად იწვევს ნერვოზს, ძილის დარღვევებს, დერმატიტს, კორონარული არტერიების სპაზმს, კოგნიციის დაქვეითებას და ა.შ
დამატებითი უპირატესობები:
~აძლიერებს გულის კუნთებს
~არეგულირებს სხეულის ტემპერატურას
~აუმჯობესებს ძილის ხარისხს
~ზრდის ამტანობას
~ამყარებს კანის ქსოვილებს
~ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას
წარმოებულია გერმანიაში