ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ვეგანური ცხოვრების წესი, ჩვენი ჯანმრთელობისთვის უამრავი სარგებლის გარდა, ემსახურება ეკოლოგიის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას; გეპატიჟებით ჩვენს დიდ ოჯახში, სადაც ერთმანეთს ცოდნას, გამოცდილებასა და იდეებს ვუზიარებთ.
*იხილეთ ფეისბუქ
ჯგუფები - ,,ვეგანიზმი“ და
,,ქართველი ვეგანები“ჩვენი ძირითადი მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ პრემიუმ ხარისხის ვეგანური პროდუქტები, რომლებიც შექმნილია ეთიკური ნორმების დაცვით. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს საიტზე არსებული პროდუქტები - საკვები დანამატები თუ თავის მოვლის საშუალებები - 100%-ით ვეგანურია და არ შეიცავს ცხოველურ ინგრედიენტებსა თუ მისგან წარმოქმნილ მინარევებს.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი ბიზნესის ეთიკურ ასპექტებს. ჩვენს საიტზე არსებული თავის მოვლის საშუალებები, გარდა ვეგანურისა, გახლავთ Cruelty Free (არ არის ტესტირებული ცხოველებზე); მეტიც, ეს ბრენდები თავის ნაწარმს არ იმპორტირებენ ჩინეთის რესპუბლიკაში, სადაც პროდუქტის სარეალიზაციოდ გატანამდე, მისი ცხოველებზე ტესტირება სავალდებულოა!
ჩვენ გვიყვარს ცხოველები და პატივს ვცემთ მათ უფლებებს, შესაბამისად, ჩვენს მომხმარებლებს აქვს სიმშვიდის გარანტია, რომ მათ მიერ შეძენილი პროდუქტი არ ვნებს სხვა ემოციურ არსებს და არ ახალისებს ამ სასტიკ, ვულგარულ პრაქტიკას!
ვეგანური პროდუქციის იმპორტისა და გავრცელების გარდა, გვსურს შემოსული თანხის ნაწილის ინვესტირება ქველმოქმედებაში. ყოველი შეკვეთიდან მიღებული მთლიანი თანხის არანაკლებ 10% - მოხმარდება მიუსაფარ ცხოველთა კასტრაცია-სტერილიზაციის პროგრამას. ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობისდა გამო, პოპულაციის კონტროლი უმთავრეს გამოწვევად მიგვაჩნია.
შემოგვიერთდით დღეს და ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი ჩვენთვის, ცხოველებისთვისა და ჩვენი პლანეტისთვის!